Thursday, 13 June 2019

სამოდელო გაკვეთილი 1



სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუახევის საჯარო სკოლა

                              სამოდელო გაკვეთილი
საგან:ინგლისური ენა
მასწავლებელ:ნინო პავლიაშვილი
ჩატარებისადგილიდათარიღი: სსიპ შუახევის საჯარო სკოლა ,7 ივნისი,2019წელი.
სწავლებისსაფეხური /კლასი: დაწყებითი, IVკლასი
მოსწავლეთაპროფილი1მოსწავლე. (არ არის სსსმმოსწავლე).
გაკვეთილის თემაGreg is not feeling well
გაკვეთილის მიზანიგაკვეთილის მიზანია ,მოსწავლემ  შეძლოს მოსმენილი ტექსტის გაგება,გადათარგმნა,მოიყვანოს საკუთარ თავზე მსგავსი მაგალითები,ჩამოუყალიბდეს  აზროვნების უნარი ,ასევე შეძლოს ახალი სიტყვების დამახსოვრება და მათი გამოყენება .
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი  შედეგი ინდიკატორები:
Iუცხ.დაწყ.(I).3.
ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.
Iუცხ.დაწყ.(I).5
სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა და გაგება.

შეფასების ტიპები და მეთოდები: განმავითარებელი შეფასება (კომენტარის სახით)

აქტივობა
მეთოდი/მეთოდები
კლასისორგანიზებისფორმა
სასწავლორესურსი
დრო
თითოეულიაქტივობისბოლოსმისაღწევიშედეგი
1
მასწავლებელი ესალმება მოსწავლეს და აცნობს მას გაკვეთილის თემას ,ასევე გაკვეთილის მიზანს
ვერბალურიახსნა
მინილექცია
ინდივიდუალური
დაფა, ცარცი
2 წთ.
მოსწავლეგაეცნობაგაკვეთილისთემას ,მიზანსდაშეფასებისკრიტერიუმებს
2
წინა მასალის შემოწმება
ვთხოვ მოსწავლეს იმუშაოს და გაიხსენოს,ნასწავლი მასალიდან თუ რა ახსოვს ადამიანის აგებულების შესახებ
ინდივიდუალური
ფურცლები  და კალამი
4წთ.
წინარეცოდნისგააქტიურება
3
მოსწავლეს ვთხოვ ჩაიხედოს სახელმძღვანელოში გვერდ 32-ზე,წაიკითხოს ტექსტი და თარგმნოს ,ხაზი გაუსვას ახალ სიტყვებს
კითხვა
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო,ფანქარი
3.წთ
კითხვის უნარის გააქტიურება
4
მოსწავლეს ჩავურთავ მოსასმენ დავალებას ვთხოვ ყურადღებით მოისმინოს რადგან შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს
მოსმენა, გააზრება

ინდივიდუალური
5წთ
მოსმენის უნარის გააქტიურება
4
მოსწავლეს ვთხოვ გაიხსენოს მსგავსი სიტუაცია თუ ჰქონია თვითონ
ლაპარაკი
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო
8წთ
გაუმჯობესებს მეტყველების უნარს
5
მოსწავლეს ჩავურთავ შემდეგ მოსასმენ დავალებას, სადაც მისთვის ახალისიტყვების წარმოთქმა და გამეორებაა
აქტიურიმოსმენა და სიტყვების გამეორება
ინდივიდუალური
კომპიუტერი
7წთ
გაიუმჯობესებს მეტყველებას,სწორად წარმოტქვამს ახალ სიტყვებს
6
დაფაზე გავაკრავ ადამიანის სურათს,მივცემ გამოჭრილ სიტყვებს და მოსწავლე თვითონ მიაკრავს თითოეულ ადგილს შესაბამის სიტყვას

აქტიური აზროვნება
ინდივიდუალური
 დაფა,ფურცლები სადაც გამოჭრილია სიტყვები და სკოჩი
10წთ
ძველი სიტყვების გახსენება ახალი სიტყვების დასწავლა,დამახსოვრება
7
მოსწავლეს გავახსენებ ნასწავლი მასალიდან,წარსული მარტივი დროის არაწესიერ ზმნებს და ვთხოვ დაფაზე დამიწეროს 2-3 წინადადება სადაც ეს დრო იქნება გამოყენებული
გამეორება
ინდივიდუალური
დაფა დაცარცი
4წთ
წინარე ცოდნის განმტკიცება მაგალითებით
8 
 საშინაო დავალება

 ვთხოვ მოიძიოს და დაწეროს რა ავადმყოფობას რისი ექიმი სჭირდება
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო, ინტერნეტი
1-2წთ

გაიმდიდრებს ლექსიკონს გაიაზრებს თითოეულ სხეულის ნაწილსა და ორგანოს,ასევე,შეისწავლის რომელ ავადმყოფობას რისი ექიმი სჭირდება
შეფასება
ინდივიდუალური


შეფასების რუბრიკა
2წთ
მოსწავლე შეფასების რუბრიკის დახმარებით მიიღბგანმავითარებელ უკუკავშირს


                       შეფასების  რუბრიკა


   კრიტერიუმები
არა დამაკმაყოფილებელი
დამაკმაყოფილებელი
      კარგი
ძალიან კარგი
1
კარგად იგებს მოსმენილ მასალას
2-3 სიტყვას იგებს და აზრი ვერ გამოაქვს
4-5 სიტყვასიგებს,წარმოთქვამს მაგრამ აზრი სანახევროდ გამოაქვს
უმეტესსიტყვებსიგებს და წარმოთქვამს  გამოაქვს აზრი
ყველა სიტყვას იგებს და წარმოთქვამს ,სრულად გამოაქვს აზრი
2
ახსოვს განვლილი მასალა
2-3 სიტყვას ასახელებსგანვლილი მასალიდან
4-5 სიტყვას ასახელებს განვლილი  მასალიდან
უმეტეს სიტყვას ახელებს განვლილ თემასთან დაკავშირებით
სწორად ასახელებს განვლილი მასალიდან ნასწავლს
3
ლაპარაკობს ტექსტთან მიახლებული სიტყვებით და კითხულობს
ვერ  ლაპარაკობს ტექსტთან მიახლოებული სიტყვებით და ვერ კითხულობს
ნაწილობრივ ლაპარაკობს და კითხულობს
ტექსტს კითხულობს მაგრამ ლაპარაკისას უშვებს უმნიშვნელო  შეცდომას,
სრულად იცის ტექსტი,შეუძლიაგამართილად ლაპარაკი
4
აკეთებს დაფაზე დავალებას
ვერ აკრავს სიტყვებს შესაბამის ადგილას
ნაწილობრივ აკეთებს და აკრავს სიტყვებს შესაბამის ადგილას
კარგად აკეთებს დავალებას შესაბამის სიტყვებს აკრავს მის ადგილას და უშვებს უმნიშვნელო შეცდომას
სრულად აკეთებს დავალებას არ ეშლება და სიტყვებს აკრავს შესაბამის ადგილას





                                  რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე

2019წლის  7 ივნისს IV კლასში  ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი თემაზე: Greg is not feeling well
გაკვეთილის ტიპი:გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი
გაკვეთილის მიზანი იყო:  გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეს  შესძლებოდა მოსმენილი ტექსტის გაგება,გადათარგმნა,ახალი სიტყვების სწორად წარმოთქმა და აქტივობების შემდგომ მათი დამახსოვრება, ენის ეფექტურად გამოყენება სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით,როგორც სასკოლო ასევე საზოგადოებრივ სამიანობაში
       გაკვეთილის დაწყების პირველ ფაზაში მოსწავლეს გავაცანი გაკვეთილის მიზანი და შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც წინასწარ დაწერილი მქონდა დაფაზე. შემდეგ გავააქტიურე მისი წინარე ცოდნა თუ რა ახსოვდათ წინა გაკვეთილიდან,ანუ ახსოვდა თუ არა ადამიანის სხეულის ნაწილები ,შემდეგ მას მოვასმენინე ტექსტი და ვთხოვე დაფიქრებულიყო და გადაეთარგმნა რაც გაიგო, ამის შემდეგ ვთხოვე ტექსტიაეკითხა და მისთვის უცხო სიტყვებისთვის ხაზი გაესვა რომელსაც შემდგომ ამოიწერდა რვეულში , რაც  ნორმალურად გაიგო და ვფიქრობ საკმაოდ კარგად იყო საგაკვეთილო პროცესში ჩართული, დასმულ შეკითხვებზე კარგად მპასუხობდა, შემდეგ ვკითხე თვითონ თუ ყოფილა მსგავს სიტუაციაში, რაზეც მან საკუთარი სიტყვებით კარგად ჩამომიყალიბა აზრი, ბოლოს მივეცი საშინაო დავალება და მოსწავლშევაფასე წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკით.
      ყველა ჩემი აქტივობა  გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე იყო ორიენტირებული,ასევე ეს გაკვეთილი მოიცავდა კითხვის, მოსმენის, გაგების, ზეპირი მეტყველების და აზროვნების გაუმჯობესების უნარებს, შეფასების კრიტერიუმები თანხვედრი იყო  გაკვეთილის მიზანთან. გაკვეთილი მთლიანად ჩატარდა ისე როგორც მქონდა გეგმით გათვალისწინებული,ეს იყო ჩემს მიერ მეორედ ჩატარებული გაკვეთილი და ისეთი მღელვარება არ მქონდა როგორც წინა ჩატარებულ გაკვეთილზე, არ მომეწონა და უკეთესი იქნებოდა დრო უფრო ზუსტად გადამენაწილებინა ,მაგრამ შემდეგისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ.



No comments:

Post a Comment